სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი საქართველოში მოქმედი შვიდი წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციას წარმოადგენს. კოალიცია იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მაკოორდინირებელი ქსელია, რომლებიც მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებით ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებასა და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. ამ მიზნის მისაღწევად სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი ფართო სპექტრის საქმიანობასა და პროგრამებს ახორციელებს, რითაც ის ღია და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას უზრუნველყოფს. სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის წევრები არიან:
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
პარტნიორები-საქართველო
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
საქართველოს გაეროს ასოციაცია
საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი
ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი