ENG | GEO 21 ოქტომბერი, 2017
 » ახალი ამბები
 » ჩვენს შესახებ
 » პროექტები
 » პუბლიკაციები
 » კორპორაციული კლიენტები
 » დონორები და პარტნიორები

banner_20_year.gif

pdcint.jpg
 
HICD კონსულტაცია

“პარტნიორები საქართველო” სთავაზობს ადგილობრივი ექსპერტების კონსულტაციას სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, რომლებიც, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური სისტემების ცვლილებების გამო, იმყოფებიან სირთულეების დაძლევის პროცესში. ეს სირთულე შეიძლება იყოს ძველი მართვის მოდელი და ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ვეღარ იძლევა სასურველ შედეგს; ინფორმაციის გაცვლის სისტემის არ არსებობა; ტექნიკური საშუალებების შეუსატყვისობა ან არ არსებობა; თანამშრომელთა დაბალი კვალიფიკაცია და სხვა. კონსულტაციის მიზანი არის ორგანიზაციაში არსებული სირთულეების დიაგნოსტირება და მათი აღმოფხვრის გზების დასახვა.

“პარტნიორები საქართველოს” კონსულტანტები იყენებენ ადამიანური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების (HICD) მეთოდს. ამ მეთოდის საშუალებით ხდება ყველა იმ გარემო თუ ინდივიდუალური ფაქტორის სისტემური ანალიზი და შეფასება, რომელიც გავლენას ახდენს სამუშაოს შესრულების ეფექტურობაზე ორგანიზაციაში. HICD მეთოდის ფარგლებში პრობლემის კვლევა და შეფასება შემდეგ სამ დონეზე მიმდინარეობს: მთლიანი ორგანიზაციის, კონკრეტული პროცესების და ადამიანების. HICD მეთოდის გამოყენებით კონსულტანტები ეხმარებიან ორგანიზაციებს კრიტიკულ სფეროში განხორციელებული ცვლილებებით მიაღწიონ დასახულ მიზანს და ამოცანების შესრულების გაზომვად შედეგებს.

hicd_geo_still.gif

hr_cources_banner.jpg