ENG | GEO 03 სექტემბერი, 2010
 » ახალი ამბები
 » ჩვენს შესახებ
 » მომსახურება
 » პროექტები
 » პუბლიკაციები
 » კორპორაციული კლიენტები
 » დონორები და პარტნიორები

banner_20_year.gif

pdcint.jpg
 

enblems.jpgპარტნიორები-საქართველოს და
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მიერ
ერთობლივად დაფუძნებული
ბიზნეს კარიერის სკოლა 
          
title_01.jpg

საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:

  • გაიღრმავოთ ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში
  • შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ პერსონალის ეფექტურად მართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
  • გაეცნოთ პერსონალის შერჩევის, მოტივირების, შეფასების და მართვის თანამედროვე მეთოდებს და ინსტრუმენტებს
  • გაიზიაროთ კოლეგების გამოცდილება
  • მიიღოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე დარგის წარმატებულ მენეჯერებისგან
  • აიმაღლოთ კვალიფიკაცია პრაქტიკოსებისა და პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტების დახმარებით

კურსის გავლის შედეგად თქვენ მიიღებთ ლიდერი ტრენინგ-კომპანიისა და წარმატებული საერთაშორისო სკოლის ერთობლივ სერტიფიკატს, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი პროფესიული ბიოგრაფიისათვის.

photo.jpgკურსი 31 მაისიდან 30 ივლისამდე გაგრძელდება.
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში სამჯერ: სამუშაო დღეებში (18.30-21.30).

9 კვირა - 90 საათი

თქვენთან იმუშავებენ პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტები, ფსიქოლოგები და ადამიანის რესურსების მართვის სპეციალისტები.

კურსის ღირებულებაა 450 ევროს ექვივალენტი ლარში.

კურსის პროგრამა მთლიანად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე და მოიცავს სწავლების ისეთ ფორმებს, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშო, როლური თამაში, სიმულაცია, სასწავლო ქეისი, ბრეინსტორმინგი და დისკუსია.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2010 წლის 23 მაისი! 

ღია კარის დღე - 27 მაისი: ყველა რეგისტრირებულ მსურველს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საშუალება ექნება დასვას შეკითხვები და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია

სააპლიკაციო ფორმა: word.gif Application Form - HR Course.doc

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:

პარტნიორები-საქართველო, ფალიაშვილის 11ბ, 
ტელეფონი: 915451, 893 440780 
ელფოსტა: training@partners.ge
გიორგი ცაბაური
ბიზნეს კარიერის სკოლის კურსების კოორდინატორი
www.bcschool.ge 

hicd_geo_anum.gif

hr_cources_banner.jpg