| |
|
ENG | GEO
|
05 თებერვალი, 2012 |
|
|
|
ახალი ამბები
|
| 4.01.2012 |
პარტნიორები-საქართველო ტრენინგებს პროკრედიტ ბანკისათვის ჩაატარებს პარტნიორები-საქართველომ პროკრედიტ ბანკის მიერ გამოცხადებულ სატრენინგო ტენდერში გაიმარჯვა. შესაბამისად, ერთწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში ბანკის თანამშრომლებთან "პარტნიორები-საქართველოს" ტრენერ-კონსულტანტები მომსახურებისა და გაყიდვების თემაზე ტრენინგებს ჩაატარებენ.
|
| 01.01.2012 |
გილოცავთ ახალ 2012 წელს! პარტნიორები-საქართველოს ყველა კლიენტს, პარტნიორს, დონორსა და მეგობარს გილოცავთ ახალ 2012 წელს, მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის და წარმატებებს გისურვებთ.
|
| 20.12.2011 |
მოხალისეთა მართვის სახელმძღვანელო პარტნიორები–საქართველომ დაასრულა მუშაობა მოხალისეთა მართვის სახელმძღვანელოზე, რომელიც ამ თემაზე ჩატარებული ტრენინგების დამხმარე მასალების კრებულს წარმოადგენს. მასალები მომზადდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით მიმდინარე ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების 3–წლიანი პროგრამის ფარგლებში.
|
| 16.12.2011 |
ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროგრამა 2011 წლის ნოემბრიდან პარტნიორები–საქართველომ USAID-ს ფინანსური მხარდაჭერით, ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროგრამაში დაიწყო მუშაობა. პროგრამა სამწლიანია და მის ძირითად მიზანს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. ეროვნული ინტეგრაციის პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია. პარტნიორები–საქართველო პროგრამის ძირითადი ტრენინგ–პროვაიდერია და მისი საქმიანობა 3 წლის მანძილზე სხვადასხვა ტრენინგებისა და საზაფხულო ბანაკების ორგანიზებასა და ჩატარებას, და სატრენინგო სახელმძღვანელოების მომზადებას მოიცავს.
|
| 5.12.2011 |
გუნდის შეკვრის ღონისძიება UNDP–ის პროგრამისათვის UNDP-ის "განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება, განათლებისა და გადამზადების (VET) სისტემის განვითარებაში" პროგრამის ფარგლებში, პარტნიორები–საქართველომ 4 დეკემბერს ჩაატარა გუნდის შეკვრის ღონისძიება ჩაატარა. ღონისძიებაში პროფესიულ–ტექნიკური სასწავლებლების დირექტორები და სასწავლო ნაწილები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიების მიზანი იყო მონაწილეებს შორის თანამშრომლობითი და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
|
|
|


 |