ENG | GEO 07 სექტემბერი, 2010
 » ახალი ამბები
 » მომსახურება
 » პროექტები
 » პუბლიკაციები
 » კორპორაციული კლიენტები
 » დონორები და პარტნიორები

banner_20_year.gif

pdcint.jpg
 

საერთაშორისო ქსელის წევრი

პარტნიორები-საქართველო პარტნიორების საერთაშორისო ქსელის წევრია. პარტნიორები დემოკრატიულ ცვლილებაში (პარტნიორები) - საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ადგილობრივი  რესურსების შექმნისა და გაძლიერების გზით ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას და კონფლიქტისა და ცვლილების მართვის კულტურის განვითარებას. 1989 წლიდან დღემდე პარტნიორების ცენტრებმა მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში შეიმუშავეს და ჩაატარეს კონფლიქტისა და ცვლილების მართვის სასწავლო პროგრამები და ხელი შეუწყვეს სადაო საკითხების მოგვარებასა და კონსენსუსის მიღწევას. პარტნიორების ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამები ხელს უწყობს მოქალაქეთა მონაწილეობას, ნერგავს ეფექტური მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს და აძლიერებს სოციალურად დაუცველ ჯგუფებს.

პარტნიორების ქსელის წევრი ორგანიზაციები დღეისათვის ალბანეთში, არგენტინაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, საქართველოში, უნგრეთში, იორდანიაში, კოსოვოში, ლიტვაში, მექსიკაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და შეერთებულ შტატებში არსებობს. პარტნიორების ცენტრებს ერთმანეთთან აკავშირებს საერთო მისია და დემოკრატიული ღირებულებები.

hicd_geo_anum.gif

hr_cources_banner.jpg