|
ENG | GEO
|
25 აპრილი, 2024 |
|
|
|
ახალი ამბები
25.01.2010 -
ტრენინგები DVV International-ის და სათემო განათლების ცენტრების თანამშრომლებისათვის20–23 იანვარს პარტნიორები–საქართველოს ტრენერ–კონსულტანტებმა ჩაატარეს საპროექტო წინადადების მომზადების ტრენინგები DVV International-ის და სათემო განათლების ცენტრის თანამშრომლებისათვის. ტრენინგი, რომელიც DVV International-ის დაკვეთით განხორციელდა, მიზნად ისახავდა პროექტის წერის უნარ–ჩვევების შესწავლას და გავარჯიშებას და, აგრეთვე, კონკრეტული საპროექტო წინადადების შემუშავებას.
|
13.12.2010 -
ტრენინგების სერია ქვემო ქართლსა და ჯავახეთშისამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) პროექტების „სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარება“ და „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ ფარგლებში პარტნიორები–საქართველომ ჩაატარა ტრენინგების სერია თემებზე: კოალიციური მუშაობა, ეფექტური მომსახურება, პროექტის წერა, კონფლიქტის და მრავალფეროვნების მართვა. ტრენინგში მონაწილეობდნენ ქვემო ქართლისა და ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ტრენინგები გაიმართა რუსთავსა და ახალციხეში ნოემბერ–დეკემბრის თვეში.
|
5.12.2010 -
ტრენერების ტრენინგი "ბავშვთა სოფლისათვის"საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის თანამშრომლებს ტრენერების ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელსაც პარტნიორები–საქართველოს ტრენერ–კონსულტანტები უძღვებოდნენ. ტრენინგის მთავარი მიზანი იყო მონაწილეების მომზადება შემდგომში დამოუკიდებლად ტრენინგების დაგეგმვისა და გაძღოლისათვის. ტრენინგში, რომელიც 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გაგრძელდა, "ბავშვთა სოფლის" 13–მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
|
29.11.2010 -
სამუშაო შეხვედრა ბანკი რესპუბლიკისთვის 26–28 ნოემბერს, პარტნიორები–საქათველოს ტრენერებმა ბანკი რესპუბლიკის რისკების ანალიზისა და კორპორატიულ ბანკირთა დეპარტამენტის თანამშრომლებთან იმუშავეს. შეხვედრა მოიცავდა პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული შეკრების ფასილიტაციას და გუნდის შეკვრის ღონისძიებებს. შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ბაკურიანში, მონაწილეობა მიიღო ბანკი რესპუბლიკის 50–მა თანამშრომელმა.
|
1.11.2010 -
სერვის-პლუსი ჰალიკ ბანკისა და სტრადა ავტოსათვის25–30 ოქტომბერს, პარტნიორები–საქართველოს ტრენერებმა ჰალიკ ბანკისა და სტრადა ავტოს თანამშრომლებთან იმუშავეს. კომპანიების პერსონალს კლიენტის ეფექტური მომსახურების(სერვის პლუსი)ტრენინგები ჩაუტარდათ, რომლებიც მიზნად ისახავდა კლიენტის ეფექტურად მომსახურების სტანდარტების სწავლებას და ეფექტური მომსახურებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გავარჯიშებას.
|
25.10.2010 -
ტრენინგების სერია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვისპარტნიორები–საქართველო ტრენინგების სერიას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლებისათვის ატარებს. ტრენინგების მიზანია სამინისტროს თანამშრომლების გაძლიერება და განვითარება. პირველ ეტაპზე ტრენინგები მოლაპარაკებების, კონფლიქტების მართვის და დავების მედიაციის თემებზე ჩატარდება. პროგრამა ხორციელდება დანიის ლტოლვილთა საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.
|
15.10.2010 -
სტრატეგიის დაგეგმვის სემინარი ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოსათვისპარტნიორები–საქართველომ ფასილიტაცია გაუწია სემინარს, რომლის ძირითადი მიზანი იყო ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს საქმიანობის სტრატეგიის დაგეგმვა, კერძოდ, 2011 წლის სტრატეგიის ხარვეზებისა და საჭოროებების ანალიზი, განათლების პროგრამის პრიორიტეტების დადგენა და სხვა. სემინარში, რომელიც 5–8 ოქტომბერს გაიმართა ჩაქვში, მონაწილეობა მიიღო ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის 60–მა თანამშრომელმა.
|
29.09.2010 -
ტრენინგები იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ოფიცრებისათვის25–28 სექტემბერს, პარტნიორები–საქართველომ 4-დღიანი ტრენინგი ჩაუტარა იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ოფიცრებს. ტრენინგები მიზნად ისახავდა ტრენერების მომზადებას, რომლებიც შემდგომში დამოუკიდებლად დაგეგმავენ და ჩაატარებენ შიდა ტრენინგებს სხვადასხვა საკითხებზე. ტრენინგ–პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.
|
19.09.2010 -
სათემო განათლების ცენტრებისათვის ტრენინგების ციკლი დასრულდაპარტნიორები–საქართველომ დაასრულა ტრენინგების ციკლი კოდის, შაუმანის, სენაკისა და ჯვრის სათემო განათლების ცენტრებისათვის. ტრენინგები გაიმართა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის – DVV International პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია აღნიშნულ სოფლებში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა ქმედითუნარიანობის ზრდისათვის ხელშეწყობა.
|
6.09.2010 -
ლიდერთა საზაფხულო სკოლა დასრულდა 31 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში (წყნეთი) ლიდერთა საზაფხულო სკოლა ჩატარდა. პროგრამა მიზნად ისახავდა შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების შესაძლებლობების განვითარებას ტრენინგების და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების მეშვეობით, აგრეთვე, ამ სამი რეგიონის წარმომადგენლების ერთმანეთთან გაცნობას და მათ შორის გამოცდილების გაზიარებას. ლიდერობის საზაფხულო სკოლა საქართველოსა და შვედეთის გაეროს ასოციაციების ერთობლივი პროგრამის „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, პარტნიორები–საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.
|
5.08.2010 -
ტრენინგები სათემო განათლების ცენტრებისათვისპარტნიორები–საქართველო ტრენინგების სერიას კოდის, შაუმიანის, სენაკის და ჯვრის სათემო განათლების ცენტრებისათვის ატარებს. ტრენინგები ივლისის თვეში დაიწყო და სექტემბრამდე გაგრძელდება. ტრენინგების თემატიკაა სამოქალაქო საზოგადოების როლი და ლიდერობა; და საპროექტო წინადადების მომზადება. ტრენინგები ტარდება სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის - DVV International პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია აღნიშნულ სოფლებში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა ქმედითუნარიანობის ზრდისთვის ხელშეწყობა.
|
26.07.2010 -
პოსტ–ტრავმატული მკურნალობის ტრენინგი სტამბულში14–23 ივლისს, პარტნიორები–საქართველოს ტრენერ–კონსულტატმა, თეა გველესიანმა მონაწილეობა მიიღო პოსტ–ტრავმატული მკურნალობის ტრენინგში. ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის წამყვანი ტრენერ–კონსულტანტი და ფსიქოთერაპევტი, მიმდინარეობდა ნატოს პროგრამის "მეცნიერება მშვიდობისათვის და უსაფრთხოებისთვის" მხარდაჭერით. ინტენსიური ტრენინგი მოიცავდა ლექციებს, დემონსტრაციებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს. ტრენინგი გაიმართა თურქეთში, სტამბულის ბახჩისარაის უნივერსიტეტში.
|
21.07.2010 -
ტრენინგი UNICEF-ის თანამშრომლებისათვის19–20 ივლისს, ქობულეთში, პარტნიორები–საქართველომ ჩაატარა 2 დღიანი ტრენინგი UNICEF-ის თანამშრომლებისათვის. ტრენინგი შედგებოდა ორი ნაწილისაგან: გუნდის შეკვრაზე მიმართული ღონისძიებები და ტრენინგი ეფექტური კომუნიკაციის თემაზე.
|
15.07.2010 -
ტრენინგები ეროვნული სქრინინგ-ცენტრისათვის10-11 ივლისს ეროვნული სკრინინგ-ცენტრის თანამშრომლებისთვის პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე "ეფექტური მომსახურება". ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ეროვნული სკრინინგ-ცენტრის 22 თანამშრომელმა. ორდღიანი ტრენინგი მიზნად ისახავდა მომხმარებლის სწორად მომსახურების სტანდარტების სწავლებას. კურსის გავლის შემდეგ პერსონალმა ეფექტურად უნდა შეძლოს რთული, პრობლემური, სამართლიანი თუ უსამართლო პრეტენზიების მქონე მომხმარებლის მომსახურება.
|
20.06.2010 -
ტრენინგები კრიტიკულ აზროვნებაში14–19 ივნისს, პარტნიორები–საქართველომ იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედებითი დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ტრენინგები ჩაატარა. პროგრამა სპეციალურად შემუშავდა სქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით და ტრენინგების ძირითადი თემა იყო კრიტიკული აზროვნება.
|
27.05.2010 -
ორენოვანი სკოლების დირექტორების ტრენინგი ეფექტურ მართვაში24–25 მაისს, სასტუმრო “ბეტსიში" საქართველოს ორენოვანი სკოლების დირექტორები შეიკრიბნენ. ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის 4–წლიანი პროგრამის ფარგლებში, მათთვის პარტნიორები–საქართველომ ეფექტური მართვის თემაზე ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. მართვის ტრენინგს წინ უძღვოდა პროგრამის ტრენინგ-კომპონენტის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელში მონაწილე სკოლის დირექტორებმა ეს საჭიროება თავად განსაზღვრეს. ტრენინგის მიზანი იყო, მართვის უნარ–ჩვევების გავარჯიშება და სკოლის ეფექტური მართვის ძირითადი კონცეფციების თაობაზე ცოდნის გაღრმავება. ტრენინგში, რომელსაც პარტნიორები–საქართველოს 4 ტრენერ–კონსულტანტი უძღვებოდა, 32–მა სკოლის დირექტორმა მიიღო მონაწილეობა. მათ გადაეცათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. სკოლის დირექტორებისათვის ეფექტური მართვის ტრენინგი ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ტრენინგ–კომპონენტის ფარგლებში ჩატარებული ბოლო ღონისძიებაა.
|
8.05.2010 -
საზაფხულო ბანაკის ლიდერების მომზადება1–5 მაისს, „ეპერის“ გრანტის ფარგლებში პარტნორები–საქართველომ ჩაატარა ტრენინგი სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ლიდერებისათვის და პროექტის „საზაფხულო დასვენება სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის“ კოორდინატორებისათვის. სულ 25 მონაწილე დაესწრო ტრენინგს, რომლის მიზანი იყო მონაწილეებთან ერთად საზაფხულო ბანაკის პროგრამის მიმოხილვა და ცვლილებესბის შეტანა. მონაწილეებმა შეიძინეს საჭირო უნარ–ჩვევები და ცოდნა, რათა შემდგომში ეფექტურად განახორციელონ საზაფხულო ბანაკი.
|
10.04.2010 -
ტრენინგების სერია World Vision-ის თანამშრომლებისათვისმიმდინარეობს ტრენინგები ჯანდაცვის მიმართულებისა და თემის განვითარების თანამშრომლებისათვის, რომელსაც პარტნორები–საქართველოს ტრენერები უძღვებიან. 15-20 ადამინისაგან შემდგარი სხვადასხვა ჯგუფი გაეცნობა და შეისწავლის გადაწყვეტილების მიღების, დროის მართვის, საჯარო გამოსვლების, შეხვედრების ფასილიტაციის, ეფექტური მართვის ძირითად საკითხებს. ტრენინგები მარტის თვეში დაიწყო და ივნისამდე გაგრძელდება.
|
8.04.2010 -
ეროვნული ინტეგრაციის და ტოლერანტობის პროგრამის ტრენინგ-კომპონენტის შემაჯამებელი შეხვედრადღეს, 8 აპრილს, სასტუმრო “ბეტსიში" ჩატარდა ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის 4 წლიანი პროგრამის ტრენინგ-კომპონენტის შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში ტრენინგ-კომპონენტის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შეჯამება; მონაწილეთა უკუკავშირის მიღება პროგრამასთან და კერძოდ ტრენინგ-კომპონენტთან დაკავშირებით; და იმ საჭიროებების გამოკვეთა, რომელიც კვლავ არსებობს და მნიშვნელოვანია ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის ხელშეწყობისთვის. შეხვედრას უძღვებოდნენ პარტნირები საქართველოს ტრენერები თეა გველესიანი და ნათია გოფოძე.შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროგრამაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები როგორც თბილისიდან (მრავალფეროვნების მართვის ტრენერების ქსელის წევრები), ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ორენოვანი სკოლის დირექტორები სამცხე-ჯავახეთიდან, გარდაბნის რაიონიდან და თბილისიდან, სამოქალაქო განათლების ცენტრების წარმოამდგენლები სამცხე-ჯავახეთიდან და გარდაბნიდან - სულ 25 ადამიანი. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან ქეთი ბაქრაძე, საქართველოს გაეროს ასოციაციიდან რამაზ აფციაური და პარტნიორები–საქართველოდან სოფიკო შუბლაძე.
|
29.03.2010 -
ტრენინგები დაცვის პოლიციის თანამშრომლებისათვისპარტნიორები–საქართველოს ტრენერებმა დაასრულეს დაცვის პოლიციის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებთან მუშაობა. ტრენინგი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის შედეგად მონაწილეები გაეცნენ ეფექტური სატელეფონო მომსახურების საკვანძო საკითხებს, გაივარჯიშეს კლიენტთან ეფექტური ურთიერთობის უნარები და ტრენერ–კონსულტანტებისგან მიიღეს პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებისათვის საჭირო რეკომენდაციები.
|
pages: 1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
|
|
|