ENG | GEO 18 ნოემბერი, 2017
 » ახალი ამბები
 » ჩვენს შესახებ
 » პროექტები
 » პუბლიკაციები
 » კორპორაციული კლიენტები
 » დონორები და პარტნიორები
 » ღია ტრენინგები




pdcint.jpg

 
ღია ტრენინგები

რთულ კლიენტებთან ურთიერთობა

ტრენინგი განკუთვნილია მომსახურების, გაყიდვების, მოქალაქეებთან ურთიერთობის სფეროში მომუშავე მენეჯერებისათვის, სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის გაყიდვის პროცესში ჩართული თანამშრომლებისათვის, აგრეთვე, სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

ტრენინგში მონაწილეობა  შესაძლებლობას მოგცემთ:

  • გაიღრმავოთ ცოდნა მომხმარებელთან ურთიერთობისა და მომსახურების სფეროში;
  • გაეცნოთ რთულ კლიენტებთან ურთიერთობის ეფექტურ მეთოდებს და ინსტრუმენტებს;
  • შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ რთულ კლიენტებთან კომუნიკაციის ეფექტურად მართვის უნარ-ჩვევები;
  • გაიზიაროთ კოლეგების გამოცდილება.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • კლიენტის მნიშვნელობა კომპანიისათვის;
  • როგორ მივაღწიოთ კლიენტის კმაყოფილებას;
  • რთულ კლიენტებთან ურთიერთობისათვის აუცილებელი კომუნიკაციური ტექნიკა;
  • კლიენტისათვის ნეგატიური, უსიამოვნო ინფორმაციის მიწოდება;
  • სხვადასხვა ტიპის კლიენტებისათვის დამახასიათებელი სირთულეები და მათი დაძლევის რეკომენდაციები;
  • გაღიზიანებული კლიენტის მოთხოვნებისა და სურვილების ადექვატურად აღქმა და მათზე სწორად რეაგირება;
  • გაბრაზებულ კლიენტებთან  კომუნიკაციის 8 ნაბიჯი;
  • როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ დაძაბულობას რთულ კლიენტებთან ურთიერთობის შემდეგ.

ტრენინგს უძღვება:

ნათია გოფოძე - პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტი, ფსიქოლოგი, ორგანიზაციული მართვისა და განვითარების სფეროში ტრენინგების 10-წლიანი გამოცდილებით.

ტრენინგზე მუშაობა წარიმართება სწავლების ინტერაქციული მეთოდებით, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშო, როლური თამაში, სიმულაცია, სასწავლო ქეისი და დისკუსია.

ტრენინგის ღირებულებაა 290 ლარი. ფასი მოიცავს ერთი ადამიანის ტრენინგ-კურსში მონაწილეობის, ტრენინგის მასალების, სადილის შესვენებაზე კვების და სერტიფიკატის ღირებულებას.

ტრენინგი ჩატარდება 6 და 7 დეკემბერს, 10.00-დან 17.00-მდე,
პარტნიორები-საქართველოს ოფისში, მისამართზე: ფალიაშვილის 11ბ.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 დეკემბერი!

სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად, გადადით ბმულზე

ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:

პარტნიორები-საქართველო
თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა 11 ბ
ტელ: 2 915451, 2 915452 , 574 999 324
ელ-ფოსტა: training@partners.ge