ENG | GEO 18 ნოემბერი, 2017
 » ახალი ამბები
 » ჩვენს შესახებ
 » პროექტები
 » პუბლიკაციები
 » კორპორაციული კლიენტები
 » დონორები და პარტნიორები
 » ღია ტრენინგები




pdcint.jpg

 
ღია ტრენინგები

საქმიანი ურთიერთობები - ინტერპერსონალური კომუნიკაცია

ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერ სფეროში დასაქმებული და დასაქმების მსურველი პირებისთვის, ვისაც სურს წარმატებით იურთიერთოს თანამშრომლებთან, მენეჯმენტის წარმომადგენლებთან და კლიენტებთან. საქმიან ურთიერთობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი კომუნიკაციური უნარების ეფექტურად ფლობა, როგორიცაა მოსმენა, ინფორმაციის გადაცემა, ემოციების მართვა, ასერტიულობა და კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა.

ტრენინგში მონაწილეობა შესაძლებლობას მოგცემთ:

  •  გააცნობიეროთ კომუნიკაციის პოზიტიური გავლენა კარიერულ წარმატებაზე
  •  მიიღოთ ინფორმაცია ინტერპერსონალური კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ
  •  გაეცნოთ წარმატებაზე ორიენტირებულ კომუნიკაციურ ტექნიკებს
  •  შეიძინოთ და გაივარჯიშოთ მოსმენის, შეკითხვის დასმის, კონსტრუქციული კრიტიკის, ნეგატიური ემოციების მართვისა და კორექტული უარის თქმის უნარ-ჩვევები.

ტრენინგის ძირითადი საკითხები:

  •  კომუნიკაციის მიზნები საქმიანი ურთიერთობებისას
  •  საქმიანი ურთიერთობის ეტიკეტი
  •  ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ ინფორმაციის გადაცემის ეფექტურობას
  •  აქტიური და პასიური მოსმენის ტექნიკა
  •  შეკითხვის დასმის ტექნიკა
  •  კონსტრუქციული კრიტიკა და შექება - უკუკავშირის მიცემის ტექნიკა
  •  კორექტული უარი - ასერტიულობა
  •  ემოციების მართვა - „მე“ შეტყობინების ტექნიკა
  •  სხეულის ენა საქმიანი ურთიერთობებისას

ტრენინგს უძღვება:

თეა გველესიანი - პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტი, ფსიქოლოგი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში კომუნიკაციის ლექტორი, თსუ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულების ლექტორი, ორგანიზაციული მართვისა და განვითარების სფეროში ტრენინგების 18 წლიანი გამოცდილებით.

ტრენინგზე მუშაობა წარიმართება სწავლების ინტერაქციული მეთოდებით, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშო, როლური თამაში, სიმულაცია, სასწავლო ქეისი და დისკუსია.

ტრენინგის ღირებულებაა 290 ლარი. ფასი მოიცავს ერთი ადამიანის ტრენინგ-კურსში მონაწილეობის, ტრენინგის მასალების, სადილის შესვენებაზე კვების და სერტიფიკატის ღირებულებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:

„პარტნიორები-საქართველო“
თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა 11 ბ
ტელ: 2 915451, 2 915452 , 574 999 324
ელ-ფოსტა: training@partners.ge