ENG | GEO 14 ნოემბერი, 2019
 » ახალი ამბები
 » ჩვენს შესახებ
 » პროექტები
 » პუბლიკაციები
 » კორპორაციული კლიენტები
 » დონორები და პარტნიორები
 » ღია ტრენინგები




pdcint.jpg

 
ღია ტრენინგები

პრეზენტაცია და საჯარო გამოსვლა

ქოუჩინგ ლაბის და პარტნიორები-საქართველოს ერთობლივი პროექტი

იყო კარგი სპიკერი, ნიშნავს იყო წარმატებული შენს საქმიანობაში. საჯარო გამოსვლები, პრეზენტაციის დაგეგმვა და მართვა, მუშაობა აუდიტორიასთან ან მუშაობა კამერასთან კი ის უნარებია, რომელიც სწავლებად-გავარჯიშებადია, პრაქტიკის საფუძველზე ვითარდება და ზრდის თავდაჯერებულობას ნებისმიერ სიტუაციაში.

თუ მუშაობ პიარის, მარკეტინგის, გაყიდვების სფეროში, ხარ ტრენერი/ლექტორი, ან უბრალოდ საჯარო გამოსვლები და აუდიტორიის მართვა შენი ინტერესია, თუ ხარ აქტიური ადამიანი და შენი მთავარი იარაღი შენი სიტყვებია, მაშინ ეს ტრენინგი დაგეხმარება:

  • ესაუბრო ადამიანებს მათ ენაზე;
  • დაგეგმო და გააკეთო კარგი პრეზენტაცია;
  • მართო აუდიტორიის განწყობა;
  • შექმნა დასამახსოვრებელი სფიჩი;
  • იმუშაო კამერასთან და აიმაღლო თვითდაჯერება;
  • მართო შენი ემოციები და სხეულის ენა;
  • გაიუმჯობესო კომუნიკაციის უნარები.

პრეზენტაციის და საჯარო გამოსვლის ტრენინგი წარიმართება სწავლების ინტერაქციული მეთოდით, როგორიცაა პრაქტიკული სავარჯიშოები, სიმულაციები, როლურ თამაშები. ტრენინგზე დაეუფლები კომუნიკაციის ფსიქოლოგიის ტექნიკებს, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ალგორითმებს და საკუთარი თავის და ემოციების მართვის ფსიქო-ტექნოლოგიებს (ემოციურ ინტელექტი). ტრენინგზე მუშაობის ნაწილი წარიმართება ვიდეოკამერის გამოყენებით.

ტრენინგს უძღვებიან:

  • ირინა ჭოჭუა,  ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. ქოუჩინგ ლაბის დამფუძნებელი; ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ასოციაციის (Society of Neuro-Linguistic Programming™) წევრი; საერთაშორისო ქოუჩინგის ფედერაციის (ICF) წევრი; სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით;
  • ლელა გიორგობიანი, ფსიქოლოგი, პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტი საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილებით,  პარტნიორები-საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და უფროსი ტრენერი, ტალინის „მაინორ-კონსულტანტის“, მოსბახისა და ჰაიდენჰაიმის პროფესიული აკადემიების მიერ სეტიფიცირებული ტრენერი, ESM-თბილისის (ამჟამად, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა) ბიჰევიორისტკის პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი.

ტრენინგზე, თავიანთი გამოცდილების გაზიარების მიზნით, მოწვეული იქნებიან სხვადასხვა სფეროს პოპულარული სპიკერები.

ტრენინგის ღირებულებაა 850 ლარი,

რომელიც მოიცავს ერთი ადამიანის ტრენინგ-კურსში მონაწილეობის, ტრენინგის მასალების, ყავის შესვენების და სერტიფიკატის ღირებულებას.
ტრენინგი 18 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე გაგრძელდება (ჯამში 33 საათი).

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ:  ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00-22:00 სთ,
ქოუჩინგ ლაბის ოფისში, მისამართზე: აღმაშენებლის 61, ბიზნეს ცენტრი მოზაიკა, მეხუთე სართული
(შენობა უზრუნველყოფილია პარკინგით).

საკონტაქტო პირი: მილენა მითაგვარია, ტელ.: 291 5451 / 291 5452 / 574 999 324

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 11 ნოემბერი

სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად, გადადით ბმულზე