ENG | GEO 22 აპრილი, 2019
 » ახალი ამბები
 » ჩვენს შესახებ
 » პროექტები
 » პუბლიკაციები
 » კორპორაციული კლიენტები
 » დონორები და პარტნიორები
 » ღია ტრენინგები




pdcint.jpg

 
ღია ტრენინგები

ტრენერების ტრენინგი (TOT) პარტნიორები-საქართველოსგან

  • ტრენერებს,  ფსიქოლოგებს, მასწავლებლებს, ქოუჩებს, ხელმძღვანელებს და სპეციალისტებს, ვინც თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე ზრუნავთ;
  • ყველას, ვისაც თქვენი ცოდნის, გამოცდილებისა და უნარების სხვებისთვის გასაგებად და მისაღებად გადაცემა გსურთ,


პარტნიორები-საქართველო
გიწვევთ


ტრენერების ტრენინგზე (TOT)

ტრენინგი მოგცემთ საშუალებას, სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:

  • გაეცნოთ ტრენინგული სწავლების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს,  ჯგუფის დინამიკისა და ჯგუფთან ურთიერთობის ძირითად პრინციპებს
  • შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ტრენინგის ჯგუფის მართვისა და ჯგუფური მუშაობის ფასილიტაციის  უნარები
  • მიიღოთ საქმიანი რჩევები და პასუხები თქვენს შეკითხვებზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული ტრენერ-კონსულტანტებისგან

ტრენინგში მონაწილეობის შედეგად:

  • შეძლებთ თქვენთვის სასურველ თემაზე ტრენინგის მოდულების და პროგრამის დამოუკიდებლად შემუშავებას და ჩატარებას
  • მიიღებთ პარტნიორები-საქართველოსგან ტრენერების ტრენინგის სერტიფიკატს,რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი საქმიანი ბიოგრაფიისათვის

 ტრენინგი 6 მაისიდან 31 მაისამდე გაგრძელდება

კურსი მოიცავს 30 საათს და მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათიდან 22:00 საათამდე
 
ტრენინგის პროგრამა მთლიანად დამყარებული იქნება სწავლების ინტერაქციულ  მეთოდზე. ტრენინგის განმავლობაში თითოეული მონაწილე გაივლის ტრენერობის პრაქტიკას და მიიღებს პროფესიულ უკუკავშირს ტრენინგის წამყვანისგან.
 
ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემატურ ბლოკებს:

  • ტრენინგული სწავლება   - ზრდასრულთა სწავლების სპეციფიკა, ტრადიციული და ინტერაქციული სწავლება, ტრენერის ტიპები, ტრენერის პიროვნული და საქმიანი თვისებები.
  • ტრენერის კომუნიკაციური ინსტრუმენტები  - შეკითხვის დასმის, მოსმენის და უკუკავშირის ტექნიკა, სხეულის ენა,  პრეზენტაციის ტექნიკა.
  • ტრენინგის ინსტრუმენტები  - სავარჯიშო, როლური თამაში, მცირე ჯგუფებში მუშაობა, ჯგუფური დისკუსია, ვიდეო რგოლებისა და ფილმის ეპიზოდების ანალიზი, ვიდეო-გადაღება, ფლიპ-ჩარტზე  ხატვა და მასალის ვიზუალური წარმოდგენა.
  • ტრენინგის მონაწილეები - სხვადასხვა ტიპის ჯგუფებთან მუშაობა (უმცირესობები, სტუდენტები, ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და სხვა), მონაწილეთა ურთიერთგანსხვავებული მოლოდინების გათვალისწინება, რთული მონაწილეების მართვა.  
  • ტრენინგის პროცესი - ტრენინგის სტრუქტურული ერთეულები (შესავალი, ძირითადი ნაწილი, შეჯამება და შეფასება), ტრენინგის ჯგუფის დინამიკა, ჯგუფის მუშაობის პროცესის მართვა / ფასილიტაცია, ტრენინგის პროცესის ტიპიური სირთულეები და მათი გადალახვა, არასტანდარტული სიტუაციების მართვა.
  • ტრენინგის დიზაინი  - ტრენინგის მიზნის დასახვა და ამოცანების ჩამოყალიბება, ჯგუფის სპეციფიკის გათვალისწინება, ტრენინგის საკითხების განსაზღვრა, ტრენინგის დეტალური გეგმის /მოდულის შემუშავება.

კურსს უძღვება ლელა გიორგობიანი, ფსიქოლოგი, პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტი საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილებით,  პარტნიორები-საქართველოს თანა-დამფუძნებელი, ტალინის „მაინორ-კონსულტანტის“, მოსბახისა და ჰაიდენჰაიმის პროფესიული აკადემიების მიერ სეტიფიცირებული ტრენერი, ESM-თბილისის (ამჟამად, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა) ბიჰევიორისტკის პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი.
ტრენინგზე სხვადასხვა თემის მიხედვით მასტერ კლასებს წაიყვანენ პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტები მილენა მითაგვარია, თეა  გველესიანი და თეა ბულია.

კურსის ღირებულებაა 590 ლარი
 
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2019 წლის 30 აპრილი

სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად, გადადით ბმულზე
 

ტრენინგი ჩატარდება შემდეგ მისმართზე:
პარტნიორები-საქართველო
თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა 11 ბ,
ტელ.: (995 32) 291 5451 / 291 5452  
ელ-ფოსტა:  training@partners.ge 
საკონტაქტო პირი: მილენა მითაგვარია