პარტნიორები-საქართველო გთავაზობთ შეხვედრების ფასილიტაციას. ჩვენი ფასილიტატორები დაგეხმარებიან შეხვედრის დეტალური გეგმის შემუშავებაში, წარუძღვებიან ჯგუფის მუშაობის პროცესს, უზრუნველყოფენ მასში მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას, მათი პროფესიული და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას და დასახული მიზნის ეფექტურად მიღწევას.

ფასილიტატორების ჩართულობით გაიზრდება ნებისმიერი ტიპის შეხვედრის ეფექტიანობა, არის ეს სტრატეგიული დაგეგმვის, პრობლემის მოგვარების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების, თუ კონფლიქტური სიტუაციის გადაჭრის პროცესი.