ტრენინგის მიზანია მონაწილეთათვის ტრენინგის, როგორც სწავლების აქტიური ფორმის, მისი ძირითადი პრინციპების და მეთოდების სწავლება და შესაბამისი უნარ-ჩვევების გავარჯიშება. ტრენინგის პროცესში გაეცნობით სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, გაიუმჯობესებთ პრეზენტაციის და ჯგუფის მუშაობის ფასილიტაციის უნარებს, მიიღებთ საქმიან რჩევებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერ-კონსულტანტისგან.

ტრენინგში მონაწილეობის შედეგად თქვენ შეძლებთ: თქვენთვის სასურველ თემაზე ტრენინგის დამოუკიდებლად მომზადებას და ჩატარებას; ტრენერობის ინდივიდუალური სტილის გაცნობიერებას და სრულყოფას.

ტრენინგზე განხილულ საკითხებს შორის იქნება:

  • ტრენინგის ძირითადი პრინციპები;
  • ტრენინგზე სწავლების აქტიური მეთოდები;
  • ტრენერის ტიპები;
  • ტრენერის პიროვნული და საქმიანი თვისებები და უნარები;
  • ტრენერის ტექნიკური არსენალი (მოსმენის ტექნიკა, შეკითხვის დასმის ტექნიკა, უკუკავშირის ტექნიკა, ჯგუფის მუშაობის ფასილიტაცია);
  • თეორიული მასალის პრეზენტაცია ტრენინგის დროს;
  • ტიპიური სირთულეები ტრენინგის დროს და მათი გადალახვა;
  • ტრენინგის შედეგების გაანალიზება.

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათიდან 22:00 საათამდე, პარტნიორები - საქართველოს ოფისში, მისამართზე: ფალიაშვილის 11-ბ.

კურსს გაუძღვება ლელა გიორგობიანი, ფსიქოლოგი, ტრენერ-კონსულტანტი საქმიანობის 35-წლიანი გამოცდილებით, პარტნიორები-საქართველოს თანადამფუძნებელი, ტალინის „მაინორ-კონსულტანტის“, მოსბახისა და ჰაიდენჰაიმის პროფესიული აკადემიების მიერ სერტიფიცირებული ტრენერი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (ESM-თბილისის) ლექტორი.

კურსის ღირებულებაა 1280 ლარი

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს