ENG | GEO 22 აპრილი, 2019
 » ახალი ამბები
 » ჩვენს შესახებ
 » პროექტები
 » პუბლიკაციები
 » კორპორაციული კლიენტები
 » დონორები და პარტნიორები
 » ღია ტრენინგები




pdcint.jpg

 
ღია ტრენინგები

ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო კურსი

 
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა (GAU) და
პარტნიორები-საქართველოს
ერთობლივი პროექტი
 
საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:
  • გაიღრმავოთ ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში
  • შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ პერსონალის ეფექტურად მართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
  • გაეცნოთ პერსონალის შერჩევის, მოტივირების, შეფასების და მართვის თანამედროვე მეთოდებს და ინსტრუმენტებს
  • გაიზიაროთ კოლეგების გამოცდილება
  • მიიღოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე დარგის წარმატებული მენეჯერებისგან
  • აიმაღლოთ კვალიფიკაცია პრაქტიკოსებისა და პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტების დახმარებით
კურსის გავლის შედეგად თქვენ მიიღებთ ლიდერი ტრენინგ-კომპანიისა და წარმატებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთობლივ სერტიფიკატს, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი პროფესიული ბიოგრაფიისათვის.
 
 კურსი 14 მაისიდან 29 ივნისამდე გაგრძელდება.
 
    მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ:
    სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00-22:00, და შაბათს 12.00 – 15.00
 
თქვენთან თემების მიხედვით იმუშავებენ პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტები, ფსიქოლოგები, და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები:
  • მართვის უნარები HR მენეჯერისათვის - თეა ბულია, ”პარტნიორები-საქართველოს” ტრენერ-კონსულტანტი, ორგანიზაციული განვითარების და სპეციფიურ ჯგუფებთან ტრენინგული მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება. 
  • საკადრო პოლიტიკა და ადმინისტრაციული პროცედურები - თამილა გველესიანი, პერსონალის მართვის სპეციალისტი, ტელეკომპანია რუსთავი2-ის HR მენეჯერი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ბლოკ-ჯორჯიაში, მთაწმინდის ეროვნული პარკში და პეტროფაკში ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერად.
  • თანამშრომელთა შერჩევა - ლელა გიორგობიანი, ”პარტნიორები-საქართველოს” ტრენერ-კონსულტანტი, ESM-თბილისის ბიჰევიორისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვაში.
  • პერსონალის მოტივირება - მილენა მითაგვარია, ”პარტნიორები-საქართველოს” დირექტორის მოადგილე, კონსულტირებისა და პროგრამების მართვის 20-წლიანი გამოცდილება.
  • პერსონალის შეფასება - მარინა იმერლიშვილი, გამოყენებითი კვლევების კომპანია აი-არ-სი-ის დირექტორი, ორგანიზაციული განვითარების და ეიჩარ კონსალტინგის 18-წლიანი გამოცდილება.
  • HR მენეჯერის გავლენა კომპანიის მოგებაზე, ორგანიზაციული კულტურა, და პერსონალის დაწინაურება - ნინო ბართაია, HR მართვის 10 წლიანი გამოცდილება, „აჭარა ჯგუფის”(ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი) HR მენეჯერი, ტურიზმის განვითარების პროექტების კონსულტანტი.
  • მრავალფეროვნების მართვა - თეა გველესიანი, საერთაშორისო ტრენერ-კონსულტანტი. საქმიანობის 15-წლიანი გამოცდილება ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზაციული განვითარებისა და მრავალფეროვნების მართვის სფეროში.
  • თანამედროვე HR მართვის ძირითადი გამოწვევები - ანდრო დგებუაძე,  ბიზნეს-კონსულტანტი მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის სფეროში, საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება.
კურსის პროგრამა მთლიანად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე და მოიცავს სწავლების ისეთ ფორმებს, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშო, როლური თამაში, სიმულაცია, სასწავლო ქეისი და დისკუსია.
 
კურსის ღირებულებაა 940 ლარი. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში, აგრეთვე, სტუდენტებისათვის მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება. 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:
  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.
ჯგუფში ადგილები შეზღუდულია.შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.
 
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 10 მაისი!
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
 
თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ტელ: 2 20 65 20 (313), 591 112200
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge
 
რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: 
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdqKbwQw2Av_F8Tz6cAsyr3rnPvr8yISZcrK8wvl8KFH0-KdQ/viewform ან მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10)