ტრენერების ტრენინგი (TOT) პარტნიორები-საქართველოსგან

ტრენინგის მიზანია მონაწილეთათვის ტრენინგის, როგორც სწავლების აქტიური ფორმის, მისი ძირითადი პრინციპების და მეთოდების სწავლება და შესაბამისი უნარ-ჩვევების გავარჯიშება. ტრენინგის დროს მონაწილეები გაივლიან ტრენერობის პრაქტიკას და მიიღებენ უკუკავშირს ტრენერისგან.

ტრენინგზე განხილულ საკითხებს შორის იქნება:

  • ტრენინგის ძირითადი პრინციპები;
  • ტრენინგზე სწავლების აქტიური მეთოდები; 
  • ტრენერის ტიპები;
  • ტრენერის პიროვნული და საქმიანი თვისებები და უნარები;
  • ტრენერის ტექნიკური არსენალი (მოსმენის ტექნიკა, შეკითხვის დასმის ტექნიკა, უკუკავშირის ტექნიკა, ჯგუფის მუშაობის ფასილიტაცია);
  • თეორიული მასალის პრეზენტაცია ტრენინგის დროს;
  • ტიპიური სირთულეები ტრენინგის დროს და მათი გადალახვა;
  • ტრენინგის შედეგების გაანალიზება.

ტრენინგის დამხმარე მასალა და სერტიფიცირება: მონაწილეებს დაურიგდებათ ტრენინგის დამხმარე საკითხავი მასალა ქართულ ენაზე. ტრენინგის დამხმარე მასალა შეიცავს როგორც ტრენინგის მსვლელობისას განხილული ყველა საკითხის მოკლე შეჯამებას, ასევე დამატებით, ტრენინგის თემის შემავსებელ ინფორმაციასაც. ტრენინგის გავლის შემდგომ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა პარტნიორები-საქართველოს სერტიფიკატი.

ტრენინგის თარიღები: ტრენინგ-კურსი გაგრძელდება 6-დან 27 ნოემბრამდე და საერთო ჯამში მოიცავს 30 საათს. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00-დან 22:00 საათამდე, პარტნიორები - საქართველოს ოფისში, მისამართზე: თბილისი, ფალიაშვილის 11-ბ.

ტრენერი: ლელა გიორგობიანი, ფსიქოლოგი, ტრენერ-კონსულტანტი საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილებით, პარტნიორები-საქართველოს თანადამფუძნებელი, ტალინის „მაინორ-კონსულტანტის“, მოსბახისა და ჰაიდენჰაიმის პროფესიული აკადემიების მიერ სერტიფიცირებული ტრენერი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (ESM-თბილისის) ლექტორი. 

კურსის ღირებულებაა 980 ლარი
 
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2023 წლის 1 ნოემბერი

სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად, გადადით ბმულზე

 

ტრენინგი ჩატარდება შემდეგ მისმართზე:
პარტნიორები-საქართველო
თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა 11 ბ,
ტელ.: (+995 32) 291 5451 / 291 5452  
ელ-ფოსტა:  training@partners.ge 
საკონტაქტო პირი: მილენა მითაგვარია
ტელ.: (+995) 574 999324