|
|
|
ახალი ამბები
22.10.2007 -
ტრენინგები ფონდ კონსტანტასათვისპარტნიორები-საქართველო ფონდ ”კონსტანტას” თანამშრომლებისათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და კლიენტების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს ჩაატარებს, რომელიც 23 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე გასტანს.
|
15.10.2007 -
ტრენერების სამუშაო შეხვედრა მაკედონიაშიპარტნიორები – საქართველოს ტრენერი ლიკა ჯაფარლი გაემგზავრა ოჰრიდში (მაკედონია), სადაც 16–21 ოქტომბერს ჩატარდება ტრენერების სამუშაო შეხვედრა თემაზე "კორუფციის პრევენცია და აღმოფხვრა ადგილობრივ თვითმმართველობებში". სამუშაო შეხვედრის მიზანია იმ პრაქტიკულ მიდგომებში გარკვევა, რომლებიც დაედო საფუძვლად წიგნს "კორუმპირებული ქალაქები" და ტრენერთა სახელმძღვანელოს "ორგანიზაციების ჯანმრთელობის აღდგენა". შეხვედრაზე შეკრებილი ტრენერები ისაუბრებენ როლზე, რომელიც მათ დაეკისრებათ ადგილობრივ თვითმმათველობებში ამ მიდგომების პრაქტიკული განხორციელების პროცესში და შეადგენენ თავიანთ ქვეყანაში ანტიკორუფციული მიდგომის გავრცელებისა და გამოყენების სამოქმედო გეგმებს. ტრენერთა სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია პარტნიორები – რუმინეთის ფონდის მიერ.
|
15.10.2007 -
მალე: ”კორუმპირებული ქალაქები” ქართულ ენაზეპარტნიორები – საქართველო ამზადებს წიგნის "კორუმპირებული ქალაქები – მკურნალობის და პრევენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო" ქართულენოვანი ვერსიის პუბლიკაციას. წიგნი, რომლის ავტორები არიან რობერტ კლიტგაარდი, რონალდ მაქლინ აბაროა და ლინდსი პერისი, უზიარებს მკითხველს მუნიციპალიტეტებში კორუფციის დიაგნოსტირებისა და მისგან განკურნების პროცესში მოქალაქეთა ჩართვის პრაქტიკულ გამოცდილებას. პუბლიკაცია, რომელიც დაფინანსებულია ღია ინსტიტუტის თვითმმართველობის პროგრამისა და პარტნიორები – რუმინეთის მიერ, კარგ დახმარებას გაუწევს ყველა იმ ორგანიზაციას თუ ინდივიდუალურ ექსპერტს, ვინც შესაბამის სფეროში მოღვაწეობს.
|
12.10.2007 -
პარტნიორები – საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას ბრითიშ პეტროლეუმთანბრითიშ პეტროლეუმთან დადებული ახალი კონტრაქტის მიხედვით პარტნიორები – საქართველო გააგრძელებს ტრენინგ–სემინარების სერიას იმ სკოლების სამეურვეო საბჭოების, დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის, რომლებიც განთავსებულია ბაქო – სუფსის ნავთობსადენის გაყოლებაზე. 2007 წლის სექტემბერ – დეკემბერში ამ სკოლებს, საერთო ჯამში, ჩაუტარდება საპროექტო განაცხადის მომზადების 4 ტრენინგი და კონფლიქტების მართვისა და ლიდერობის 15 ტრენინგი.
|
24.09.2007 -
ტრენინგები ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისათვის19 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბრამდე გასტანს ტრენინგები ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მოსახლეობასთან ურთიერთობის სპეციალისტებისათვის. ტრენინგებს, რომლის თემაა ”მოსახლეობასთან ეფექტური ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება” უძღვება პარტნიორები-საქართველოს ექსპერტი თეა გველესიანი.
|
17.09.2007 -
გუნდის შეკვრის და განვითარების ღონისძიება ბანკ რესპუბლიკისთვის2007 წლის 14– 16 სექტემბერს, პარტნიორები საქართველოს ტრენერ–კონსულტანტებმა ბაკურიანში ორგანიზება და ფასილიტაცია გაუწიეს ბანკ რესპუბლიკის უმაღლესი და შუა რგოლის მენეჯმენტისთვის შემუშავებული გუნდური შეკვრისა და განვითარების პროგრამას. კორპორაციული ღონისძიება დაიგეგმა და ჩატარდა საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ კონსულტანტებთან, კახა მაღრაძესა და მარიკა სარჯველაძესთან ერთობლივად.
|
14.09.2007 -
კლიენტის მომსახურების ტრენინგები ბაზის ბანკის თანამშრომლებისთვისბაზის ბანკთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში პარტნიორები – საქართველო ბანკის პერსონალ ჩაუტარებს ტრენინგების სერიას კლიენტის ეფექტურ მომსახურებასა და გაყიდვებში. ტრენინგები, რომლებიც ჩატარდება პარტნიორები – საქართველოს ოფისში, ოქტომბრის თვის ბოლომდე გასტანს; საერთო ჯამში ტრენინგებში მონაწილეობას მიიღებს ბაზის ბანკის 100–ზე მეტი თანამშრომელი. ტრენიგებს უძღვება პარტნიორები – საქართველოს უფროსი ტრენერი ლელა გიორგობიანი.
|
29.07.2007 -
სამოქალაქო ინტერესების დაცვის ტრენინგი სამცხე–ჯავახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისსამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის დაკვეთით პარტნიორები – საქართველოს ტრენერებმა თინა ასათიანმა, ნათია გოფოძემ, თეა ბულიამ და ლიკა ჯაფარლიმ ახალციხესა და ახალქალაქში სამოქალაქო ინტერესების დაცვის და კოალიციური მუშაობის უნარ–ჩვევების ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგის და მის შემდგომ დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების მიზანია რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის წახალისება და მუნიციპალურ განვითარებაზე მიმართული კოალიციური პროექტების განხროციელების ხელშეწყობა.
|
18.07.2007 -
პარტნიორები – საქართველო ბრიტანეთის საბჭოს ახალ პროექტში ითანამშრომლებსახალგაზრდები ექვსი ქვეყნიდან – საქართველო, ინგლისი, შვედეთი, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი და სომხეთი – მონაწილეობას მიიღებენ ვორქშოფში თემაზე "თანაბარი შესაძლებლობები", რომელიც ჩატარდება ნორფოლკში (ინგლისი), 2007 წლის 7 – 18 აგვისტოს, ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის "დასავლეთი და აღმოსავლეთი, როგორც თანაბარი" ფარგლებში. თითოეული ქვეყნიდან წარმოდგენილი იქნება 12 ახალგაზრდა; ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს პარტნიორები – საქართველოს ტრენერი ნათია გოფოძე, რომელიც 13–16 ივლისს უკვე იმყოფებოდა ინგლისის ქალაქ ნორვიჩში გამართულ საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრაზე.
|
12.07.2007 -
ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი კახეთის რეგიონისთვის16 – 18 ივლისს, ქ. თელავში, თინა ასათიანი და თეა ბულია კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორებს ჩაუტარებენ ტრენინგს თემაზე "ეფექტური კომუნიკაცია". დამსწრეთა შორის აგრეთვე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები იქნებიან. ტრენინგი ტარდება ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ახორციელებენ.
|
11.07.2007 -
ტრენერების ტრენინგი საქართველოს სკაუტებისთვის11 – 14 ივლისს, პარტნიორები – საქართველოს ოფისში, თინა ასათიანი და თეა ბულია საქართველოს სკაუტების 15 წარმომადგენელს ჩაუტარებენ ტრენერების ტრენინგს კონფლიქტების მართვის საკითხებზე. ტრენინგი მიმდინარეობს ბრითიშ პეტროლეუმის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი ინვესტირების პროგრამის (სიპ-2) ფარგლებში, რომელსაც ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ახორციელებს. ამ ტრენინგით პარტნიორები – საქართველო ასრულებს საზოგადოებრივი ინვესტირების პროგრამის პირველი წლის მანძილზე გათვალისწინებულ საქმიანობას.
|
29.06.2007 -
მარნეულის თვითმართველობის წარმომადგენლები მრავალფეროვნების მართვის საფუძვლებს ეცნობიან2007 წლის 27 – 29 ივნისს, ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში, თეა გველესიანი და თეა ბულია ატარებენ მრავალფეროვნების მართვის ტრენინგს მარნეულის თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის. ეროვნული ინეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამა საქართველოში (NITG) არის USAID-ის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, რომელიც ხორციელდება გაეროს ასოციაციის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. პარტნიორები-საქართველოს როლი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებაში მდგომარეობს.
|
26.06.2007 -
კონფლიქტების მართვის ტრენინგი პარლამენტის წარმომადგელელთათვის2007 წლის 21–25 ივნისს, შეკვეთილში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“–თან დადებული კონტრაქტის ფარგლებში, პარტნიორები – საქართველოს ტრენერებმა თეა გველესიანმა და ლელა გიორგობიანმა ჩაატარეს კონფლიქტების მართვის ორი ორდღიანი ტრენინგი საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების, აგრეთვე პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელთათვის. ტრენინგები გამხორციელდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ერთდროულად ორი მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელთა ფინანსური მხარდაჭერა ეკუთვნის შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და ბრიტანეთის საელჩოს თბილისში.
|
25.06.2007 -
ტრენინგი ბრითიშ–ამერიქან თობაქოს თანამშრომლებისთვის25 – 30 ივნისს, კომპანია “ბრიტიშ – ამერიქან თობაქო“–სთან დადებული კონტრაქტის შესაბამისად, პარტნიორები – საქართველოს ტრენერები ვაჟა კვერნაძე და ლელა გიორგობიანი კომპანიის სხვადასხვა დონის სეილს–მენეჯერებს ჩაუტარებენ ეფექტური მოლაპარაკებების ორ ტრენინგს. ტრენინგს აგრეთვე დაესწრებიან „ბრითიშ–ამერიქან თობაქო“–ს აზერბაიჯანისა და სომხეთის განყოფილებების სეილს–მენეჯერები.
|
04.06.2007 -
მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ–ჩვევების ტრენინგი ჯეოსელის თანამშრომლებისათვის4 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით, კომპანია ჯეოსელთან დადებული კონტრაქტის შესაბამისად, პარტნიორები – საქართველოს ტრენერები კომპანიის თანამშრომლებს ჩაუტარებენ ტრენინგებს თემაზე „კლიენტის ეფექტური მომსახურება: ტელეფონით ურთიერთობის უნარ–ჩვევები“ და „კლიენტის ეფექტური მომსახურება: პირისპირ ურთიერთობის უნარ–ჩვევები“. კონტრაქტის ფარგლებში დაგეგმილი ათივე ტრენინგი პარტნიორები – საქართველოს ოფისში გაიმართება.
|
24.05.2007 -
ტრენერების ტრენინგი ლანჩხუთშიპარტნიორები-საქართველოს ტრენერებმა ლელა გიორგობიანმა და თეა ბულიამ 2007 წლის 22-24 მაისს, ლანჩხუთში, ჩაატარეს ტრენერების ტრენინგი თემაზე „კონფლიქტების მართვა, ლიდერობა და გენდერი“. ტრენინგი ჩატარდა CARE – საქართველოსთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში , რომელიც ითვალისწინებს სუფსის ტერმინალის ირგვლივ არსებული საჯარო სკოლების აღსაზრდელებისა და მათი მასწავლებლების ცოდნის ამაღლებასა და შესაბამისი უნარ–ჩვევების შემუშავებას კონფლიქტების მართვის, ლიდერობისა და გენდერის საკითხებში.
|
03.05.2007 -
სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის წელს 5 ჯილდო გაიცემასაქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეორე გამოფენა-ფორუმის ფარგლებში, 4 მაისს, 18 საათზე, ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში, ტრადიციულად გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საზოგადოებრივი ლიდერების დაჯილდოვების ცერემონიალი. 2005 წელს ეს ჯილდო პირველად გადაეცათ ბატონ გია ნოდიას, ბატონ დავით უსუფაშვილს და ბატონ ზურაბ ჟვანიას (გარდაცვალების შემდეგ). პარტნიორები-საქართველოს დირექტორი სოფიკო შუბლაძე 2005 და 2007 წლების ჟიურის წევრია.
|
02.05.2007 -
საზოგადოებრივი ორგანიზაციების II გამოფენა-ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონია 4 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება2007 წლის 4-5 მაისს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია “სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი” საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას 11-ე პავილიონში გამართავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების II გამოფენა-ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას არასამთავრობო სექტორის 70-ე მეტი ორგანიზაცია მიიღებს. გამოფენა-ფორუმის მიზანია უკეთ გააცნოს საქართველოს საზოგადოებას საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა და წარმოადგინოს მისი საქმიანობის მრავალფეროვანი სპექტრი. პარტნიორები-საქართველო გამოფენა-ფორუმის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია.
|
24.04.2007 -
მარნეულისა და ახალციხის გამგეობებისათვის მრავალფეროვნების მართვის ტრენინგები ჩატარდებამრავალფეროვნების მართვაში ტრენინგი მარნეულის გამგეობის თანამშრომლებისათვის 1-3 მაისს ჩატარდება, ხოლო ახალციხის გამგეობის თანამშრომლებისათვის 6-8 ივნისს. ტრენინგებისათვის სპეციალურად მომზადდა ამავე თემაზე საკითხავი მასალები რუსულ ენაზე. ტრენიგები USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება.
|
17.04.2007 -
ბრიტიშ პეტროლიუმის დაკვეთით პარტნიორები-საქართველო საჯარო სკოლებში ტრენინგებს ჩაატარებსპარტნიორები – საქართველოს ტრენერები ბაქო–სუფსის მილსადენის მიმდებარე სოფლების 14 საჯარო სკოლაში ჩაატარებენ კონფლიქტების მართვის და გუნდური მუშაობის ტრენინგების სერიას. ტრენინგებს დაესწრებიან როგორც სკოლის დირექცია და მასწავლებლები, ასევე ახლად შექმნილი სამეურვეო საბჭოების წევრები. ტრენინგები ბრიტიშ პეტროლიუმის კონტრაქტის ფარგლებში 2007 წლის აპრილში, მაისსა და ივნისში ჩატარდება.
|
pages: 1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
|
|
|